ოხანაშვილი-ბოტკოველის დაპირისპირება

ვინ დაიკავებს მიქაელ ბოტკოველის ადგილს საპატრიარქოში, ამ დრომდე უცნობია. საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი კი სოსო ოხანაშვილსა და მამა მიქაელ ბოტკოველს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს. მამა მიქაელ ბოტკოველი სოსო ოხანაშვილს ნაძირალას უწოდებს, თუმცა ბოტკოველი გავრცელებულ ინფორმაციას, მასსა და საპატრიარქოს დაცვის უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ არ ადასტურებს.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მდივანი და პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დეკანოზი მიქაელი სოსო ოხანაშვილის განცხადების გამო გადადგა.

“პატრიარქის მდივანმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ მივსულვარ”, – განაცხადა პატრიარქის დაცვის უფროსმა ოხანაშვილმა 23 თებერვალს.

მსგავსი პოსტები

Back to top button