სარფში ჩემოდანაში დამალული ქალი დააკავეს

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორი ქართველი დააკავეს.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 28 წლის ქალი საქართველოდან თურქეთში შესვლას კანონდარღვევით ცდილობდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალი ბარგისთვის განკუთვნილ ჩემოდანში იჯდა.

პოლიციამ გაარკვია, რომ ქალი თურქეთიდან 3 თვის წინ იყო დეპორტირებული. მიმდინარეობს გამოძიება.

თურქული მედია წერს, რომ ანალოგიური შემთხვევა სამი დღით წინ, იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button