მაიამიში ატეხილი სროლის შედეგად ბავშვები დაშავდნენ [Photo/Video]

მაიამის მემორიალურ პარკში (შტატი ფლორიდა) მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღის აღნიშვნის დროს უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 8 ადამიანი მძიმედ დაიჭრა, 5 მათგანი არასრულწლოვანი იყო, – გვაცნობებს Fox5.

სამართალდამცველებმა 2 ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს და პოლიციაში გადაიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

ამერიკელები იანვრის თვის ყოველ მესამე ორშაბათს დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ბაპტისტი მღვდელი იყო. მან 1950-იან წლებში ბრძოლა დაიწყო რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მაშინ სამხრეთის შტატებში ფერადკანიანი ამერიკელების უმრავლესობა სოციალური უსამართლობის მსხვერპლს წარმოადგენდა.

კინგმა ბრძოლის მეთოდად არაძალადობრივი პროტესტის ფორმა აირჩია. მისი ბრძოლის შედეგად 1964 წელს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლების აქტი გამოიცა და სეგრეგაცია გაუქმებულად გამოცხადდა. იმავე წელს მარტინ ლუთერ კინგს ნობელის პრემია გადაეცა.

1968 წელს 39 წლის ასაკში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს.

[print_gllr id=51276]

მსგავსი პოსტები

Back to top button