ნატანებიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა დაიწყეს

ციხისძირის შემდეგ ასწლოვანი ხეების გადარგვა ნატანებიდან დაიწყეს. ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან კიდევ ათამდე ხის გადატანა იგეგმება. პროცესებს ბუნების დამცველები აპროტესტებენ და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ.

მოძრაობა მწვანე მუშტი გარემოს დაცვის სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს, ხეების გადარგვასთან დაკავშირებით მონიტორინგი დაიწყოს.

გარემოს დამცველები ამბობენ,რომ ასწლოვანი ხეების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ციხისძირის ტყიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე და ზღვის სანაპიროზე სპეციალური გზის დაგება მოხდა, რამაც შესაძლოა ლანდშაფტის დაზიანება გამოიწვია.

რამდენიმე დღეა მაგნოლიას ტრანსპორტირება შეკვეთილში მიმდინარეობს, სადაც დენდროლოგიური პარკი უნდა აშენდეს. ორი დღის წინ ასწლოვანი ხე ბობოყვათში მიიტანეს, ამინდის შესაბამისად, შესაძლოა, მისი ტრანსპორტირება დღეს დაიწყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button