”ოცნება” 16 % უსწრებს ”ენმ”-ს – JPM-ს კვლევა

jmpტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში, კითხვაზე ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობიდან რამდენი პროცენტი აპირებს არჩევნებზე მისვლას, დადებითი პასუხი 58%-მა გასცა.

გამოკითხვის მიხედვით, მათ ვინც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” აპირებს ხმის მიცემას გამოკითხულთა 16%.

“თავისუფალ დემოკრატებსა” და “ლეიბორისტულ პარტიას” მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს.

3% აპირებს, ხმის მისცეს პაატა ბურჭულაძის პარტიას. გამოკითხულთა 2-2% უჭერს მხარს “პატრიოტთა ალიანსსა და”დემოკრატიულ მოძრაობას”.

გადაწყვეტილება არ მიუღია და პასუხზე უარი განაცხადა 34%-მა. გამოკითხულთა 4% წილად ხვდათ სხვა პარტიებს.

კვლევა ტელეკომპანია “იმედის დაკვეთით კომაპნია “ჯეი პი ემმა” ჩაატარა.

კვლევის დროს 1200 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატარდა. ცდომილებაა 2,8 პროცენტი.

რადიკალურად განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნა 23 აგვისტოს რუსთავი 2-მა, როდესაც კომპანია “ჯი-ეფ კეის” კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button