10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი შეადგინა ასაკობრივმა პენსიამ

საქართველოში 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი შეადგინა ასაკობრივმა პენსიამ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, გაზრდილი პენსიისთვის წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაიხარჯება დამატებით ათ მილიონ ლარამდე თანხა.

სამინისტროს განცხადებითვე, პენსიონერებისთვის მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტი და ისინი სრულად არიან უზრუნველყოფილნი სამედიცინო მომსახურებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button