“ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი ამერიკასთან ომისთვის ემზადება”

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას დაესწრო და განაცხადა, რომ „ეს არის ომისთვის მოსამზადებელი წვრთნები, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის უნდა დაიწყოს“, – იუწყება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო.

კიმ ჩენ ინმა საპორტო ქალაქ ვონსანის მიდამოებში განლაგებული სამხედრო ბაზა კალმი მოინახულა. წვრთნები, 1953 წლის კორეის ომის დასრულების საზავო ხელშეკრულების 62-ე წლისთავს მიეძღვნა.

„ეს ღონისძიება, ამერიკელი იმპერიალისტების და სამხრეთ კორეის მარიონეტების წინააღმდეგ მიმართულ, რადიკალურ გადატრიალებად უნდა იქცეს“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

შეგახსენებთ: კორეის ომი — სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სამხრეთ კორეას დახმარებას უწევდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხოლო ჩრდილოეთ კორეას საბჭოთა კავშირი და ჩინეთი. ომი 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო და საზავო ხელშეკრულებით 1953 წლის 27 ივლისს დასრულდა, რომლის თანახმადაც, საზღვარი ორ კორეას შორის 38-ე პარალელზე გატარდა.

ჩრდილოეთ კორეაში კორეის ომის დასრულებას, 27 ივლისს აღნიშნავენ.

2015 წლის საზეიმო ღონისძიება

მსგავსი პოსტები

Back to top button