მნიშვნელოვანისაქართველო

წლის ბოლომდე თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა

თბილისში Isuzu-ს ფირმის  220 ავტობუსი შემოვა, რომლის სიგრძეც, 8 მეტრია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ავტობუსები თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი, მისი ფერი კი, მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩევა. კახა კალაძის თქმით, ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია ავტობუსებს დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოიყვანს.

,, 8-თვიან პერიოდში მოხდება ავტობუსების მოწოდება. ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალაქს ეყოლება ახალი, 220, 8-მეტრიანი ავტობუსი. ეს არის ის პროგრამა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და სერიოზულ პორბლემას და დისკომფორტს წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ასევე პრიორიტეტულია, მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება და ვაგონების განახლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button