მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან

ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ჭალადიდში, შავ ღელესა და ახალ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შეაღწია. სპეციალური ტექნიკა მუშაობას დილიდანვე შეუდგა. იწმინდება სანიაღვრე არხები.

ადგილზე მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.მათი ინფორმაცით, არის მცირე ზარალი , რომლესაც სპეცილური კომისია დაითვლის.

„ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებლად გაეწევა დახმარება,“ – განაცხდა ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button