სპორტი

მილანს ახალი მეკარე ყავს. მენიო ტრავმირებულია

იტალიური მილანის ძირითადი მეკარე მაიკ მენიო ტრავმირებულია და საკუთარ გუნდს 2 თვენახევრის მანძილზე ვერ დაეხმარება. გოლკიპერმა ტრავმა მაჯაზე მიიღო და მკურნალობის კურსს გადის.

იტალიური კლუბის ინფორმაციით, მილანმა ახალი მეკარე დაიმატა.

როსონერის ღირსებას 38 წლის ანტონიო მირანტე დაიცავს, რომელიც ამ დრომდე თავისუფალი აგენტი იყო. მირანტე იუვენტუსის აღზრდილია, ის ბოლოს რომას ღირსებას იცავდა.

ანტონიო მირანტეს გარდა, მილანის რიგებში ორი მეკარე იქნება – რუმინელი ჩიპრიან ტატარუშანუ და იტალიელი ალესანდრო პლიცარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button