მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნატოს გენმდივნის მოულოდნელი ვიზიტი კიევში-„უკრაინის მომავალი ნატო-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე“,

ნატომ 2008 წელს განაცხადა , რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან

ნატოს გენმდივნის ვიზიტი კიევში დღეს დილით დაიწყო. იენს სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელად ჩავიდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ინფორმაციას უკანასკნელ მომენტამდე არ ასაჯაროებდნენ.
გამოცემა The Kyiv Independent-მა გამოაქვეყნა სტოლტენბერგის ფოტოები, რომლებიც დღეს, 20 აპრილს კიევის ცენტრში, წმინდა მიხეილის მოედანზეა გადაღებული.

მაღალი რანგის სტუმარმა პირველი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გამართა.
სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის უკვე გაწეულ და სამომავლო დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია.

დახმარებისთვის ზელენსკიმ სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა. მაგრამ, შეახსენა, რომ მისი ქვეყანა სამხედრო ალიანსის წევრი, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს.

საუბარი სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ კიევის ცენტრალურ გამზირზე, ფეხით სეირნობისას განაგრძეს. პარალელურად მასპინძელმა სტუმარს განადგურებული რუსული ტექნიკა და ის შეიარაღება უჩვენა, რომლითაც ოკუპანტი თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმოდა. სტოლტენბერგი ღონისძიებაზე მხოლოდ დაცვასა და უკრაინელი სამხედროების საპატიო გვარდიასთან ერთად იმყოფებოდა.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში უკრაინელი სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი. იენს სტოლტენბერგი ბუჩაში ჩავიდა და რუსული სისასტიკის კვალი საკუთარი თვალით ნახა. ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა სტოლტენბერგს რუსული ტყვიებისგან დამზადებული სამახსოვრო მონეტა აჩუქა, რომელიც ბუჩას სიმბოლოებითაა გაფორმებული.

“ქალაქში ჩადენილი დანაშაულის შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გენერალურ მდივანზე. მან დაგვარწმუნა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის, უკრაინის ჯარისა და უკრაინელი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერას. მჯერა, რომ გადაწყვეტილება იქნება ურყევი და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვება”, – წერს ის
მხარეები ერთმანეთს უკვე ხვალ, რამშტაინის ფორმატში შეხვდებიან. სადაც, უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი გაგრძელდება

პარალელურად, სამხედრო ბლოკის მხარდაჭერა, შესაძლოა უახლოეს პერიოდში მის წევრ პოლონეთსაც დასჭირდეს. კრემლის ბირთვული მუქარის ზრდის საპასუხოდ, ამერიკელი ანალიტიკოსები ნატოს მხრიდან პოლონეთში ანალოგიური შეიარაღების განთავსებაზე ალაპარაკდნენ. მით უფრო, რომ მსგავსს პრეცედენტს ადგილი უკვე ჰქონდა – 4 ათწლეულის წინ. მაშინ საბჭოთა კავშირმა საიდუმლოდ განათავსა საშუალო მანძილზე მოქმედი ასობით რაკეტა ევროპის და იაპონიის წინააღმდეგ. რასაც ნატოს მხრიდან ევროპის 5 ქვეყანაში – მათ შორის დასავლეთ გერმანიაში საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. ახალი გამოწვევა უკვე ბელარუსში, რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებით ჩნდება. ამ საკითხზე ანდჟეი დუდამ შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები უკვე გამართა. შემდეგი ნაბიჯი კი, ექსპერტების ვარაუდით, ნატოსადმი მიმართვა იქნება – პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინამ წარადგინა ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.2023 წლის ივლისში, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.

ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების თემა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ამ მოსაზრებას ალიანსის წევრი სახელმწიფოებიც ეთანხმებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 20 აპრილს განაცხადა, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

სტოლტენბერგს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა კიევი უახლოეს ხანში ალიანსში გაწევრიანების მოსაწვევს, მაგრამ დაადასტურა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ეს საკითხი განხილული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებზე უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების, მათ შორის საავიაციო ტექნიკის, შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო დანადგარების და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ალიანსში ქვეყნის ოფიციალურ მიწვევას ელოდება. ასევე, ზელენსკის თქმით, განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ახლა მოკავშირეთა მთავარი მიზანი უნდა იყოს ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და არა კავშირში მისი წევრობა.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ კრემლის მუქარისა. “რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხეა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ხვალ დაგეგმილ „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე, ნატო-ს მომავალ სამიტსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რეალურ შანსებზე.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, გახდეს ისტორიული.

„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დადგა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ურთიერთობის დღევანდელ ფორმატზე მეტი გვჭირდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიებიც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.
ნატომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

იენს სტოლტენბერგი დღეს კიევში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზეც იმყოფებოდა და ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულა. ხვალ „რამშტაინის ფორმატის“ მორიგი შეხვედრა იგეგმება, რომელზეც უკრაინის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button