კიმ ჩენ ინმა ძმა დაკარგა

“ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ღვიძლი ძმა, 34 წლის კიმ ჩენ ჩჰოლი, მას შემდეგ დაიკარგა, რაც უკანასკნელად, შაბათს ლონდონში ერიკ კლეპტონის კონცერტზე დაინახეს”, იუწყება საინფორმაციო სააგენტო რიონჰაპი.

კიმ ჩენ ჩჰოლი ცნობილია, როგორც ერიკ კლეპტონის თაყვანისმცემელი. კორეელი ლიდერის ძმა, ტელეკამერებმა 20 და 21 მაისს, ორჯერ „ალბერტ-ჰოლში“ დააფიქსირა, სადაც ცნობილი მუსიკოსი კონცერტს მართავდა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, კიმ ჩენ ჩჰოლს თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა დაჯავშნული და კონცერტის შემდეგ, მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. მაგრამ „შერემეტიევოს“ აეროპორტში ის არავის უნახავს. სააგენტო ვარაუდობს, რომ კორეელი ლიდერის ძმას, შესაძლოა, ისეთივე ბედი ეწია, როგორც მის ბიძას, საყვარელ ქალბატონს და გენერალ ჰიონ იონ ჩჰოლს.

შეგახსენებთ: ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძა უსასტიკესი სასჯელით დასაჯეს: აზიური პრესის ცნობით, იგი 120 მშიერ ძაღლს დააგლეჯინეს. 67 წლის ჩრდილო კორეელი ცნობილი მაღალჩინოსანი და რესპუბლიკის ლიდერის ბიძა, ჩან სონ თხეკი გასული წლის დეკემბერში პირდაპირ პარტიული სხდომის დროს დააპატიმრეს.

მას ბრალი დასდეს ათასგვარ დანაშაულში: დაწყებული გარყვნილი ცხოვრებიდან, დამთავრებული კორუფციითა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით. ბიძის დასჯის შემდეგ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ პარტიაში “განწმენდის” კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ჩამოიშოროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მის ერთიანობას არღვევენ.

რამდენიმე ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეაში, საზოგადოების თვალწინ, ცნობილი ხელოვანები ჩაცხრილეს. მათ ბრალი პორნოგრაფიული პროდუქციის წარმოებაში დასდეს. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა კიმ ჩენ ინის ყოფილი საყვარელი, მომღერალი ჰიონ სონგ ვული.

2015 წლის 13 მაისს, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჰიონ იონ ჩჰოლი სიკვდილით იმიტომ დასაჯეს, რომ ერთ-ერთ სამხედრო ღონისძიებაზე ჩაეძინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button