პარტნიორები

2016 წლის 12 სექტემბრიდან რადიოსადგურმა პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა ფონდ “ბიზნეს მედია საქართველოსთან”. ფონდის სამი ტელეპროდუქტის (“საქმიანი დილა”, “საქმის კურსის”  და “ანალიტიკის” შუადღის თოქ-შოუები) რადიო ვერსია ჰერეთსა და თბილისში გადაიცემა.

2015 წლის 1 სექტემბერს, ჰერეთმა დააფუძნა და ეთერში გაუშვა რადიო თბილისი დედაქალაქში, ტალღაზე FM93.5, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა დაფარვის არეალი.

2014 წლიდან, რადიო ჰერეთის პარტნიორია ამერიკის შეერთებულ შატებში მაუწყებელი “ქრომველ გრუპი”, რომელიც  რამდენიმე შტატში 28 რადიოსადგურით ოპერირებს.

2009 წლიდან, რადიო ჰერეთი ”საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის” GRRN – ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ჰერეთის პარტნიორები არიან რადიოსადგურები:“ჰარმონია” – ფოთი FM 100,5 ;“ძველი ქალაქი” ქუთაისი FM 107.9  და “ათინათი”-ზუგდიდი FM 105,9  – ეს არის გაერთიანებული საინფორმაციო და სარეკლამო სივრცე საქართველოს რეგიონებში. რადიო თბილისის FM93.5 ჩათვლით, რომელიც ასევე ქსელის წევრია, დაფარვის არელაში 3 მილიონამდე მცხოვრებია.

2002 წლიდან, ჰერეთის პარტნიორია კახეთის რეგიონული გაზეთი “კახეთის ხმა”

2001 წლიდან, რადიო ჰერეთი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის BBG-ის პარტნიორია, რომლის მეშვეობით კახეთის რეგიონში პირველად გაისმა “რადიო თავისუფლება” პრაღიდან.ჰერეთი დღემდე ამზადებს რეპორტაჟებს და მასალებს რადიო “თავისუფლებისთვის”.

 

Back to top button