თელავის თეატრის რეკონსტრუქციაზე კონკურსი გამოცხადდება

“თელავის თეატრის კონსტუქცია მთლიანად შეიცვლება და ახალი პროექტი მოსახლეობის ინტერესების დაგეგმარებით მოხდება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება კონკურსზე პროექტის წარმოდგენა, რომელსაც თელავის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს” – ამის შესახებ თენგიზ მთვარელიშვილმა, თელავის ვიცემერმა რადიო ჰერეთის ღია ეთერში თოქ-შოუში “თავისუფალი დრო” განაცხადა.

იგი დაეთანხმა ჰერეთის რადიობლოგერის გიორგი ბეჟანიშვილის პოზიციას და განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული პრობლემები ცნობილია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თელავის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

თელავის ვიცემერმა აღნიშნა, რომ რადიობლოგში ასახული პრობლემების დიდი ნაწილი ობიექტურია და მისთვის ცნობილია, თუმცა ალბათ მაინც არის კომუნიკაციის პრობლემა საზოგადოებას შორის, რადგან პრობლემების დიდ ნაწილზე როგორც თელავის, ასევე სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობს.

მთვარელიშვილის განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, რადგან უახლოეს მომავალში თელაველებს თეატრის ღირსეული შენობა ჰქოდეს.

თელავის მოსახლეობის ნაწილი, რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ფაქტობრივად მოშლილია თელავის ინფრასტრუქტურა. როგორც რადიომსმენელები აცხადებენ, “მილიონობით დახარჯულ ლარის ქალაქს არაფერი ეტყობა”, რადგან ქალაქის მთავარი შენობები დაბინძურებული და უფუნქციოდაა დარჩენილი.

რადიო ჰერეთმა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ჰერეთის რადიობლოგერის გიორგი ბეჟანიშვილის რადიობლოგი – ქალაქი და ურბანიზაციის პროცესი, სადაც თელავის დაუმთავრებელ თეატრზეცაა საუბარი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button