მაიკლ ჯექსონის რანჩოს საწყისი ფასი100 მილიონი დოლარია[Video]

რანჩო „Neverland”-ი, რომელიც აწ გარდაცვლილ ამრიკელ მომღერალს ეკუთვნოდა, აუქციონზე 100 მილიონ დოლარად გაიტანეს, – გვატყობინებს გამოცემა Wall Street Journal.

მამული, რომელიც 2,7 ათას აკრს მოიცავს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა-ბარბარასგან 64 კილომეტრშია განლაგებული.

სამფლობელოს ტერიტორიაზე, 22 შენობა, რკინიგზა, საკალთბურთო მოედანი, ტენისის კორტი, კინოთეატრი და სცენაა განლაგებული. ადრე, „Neverland”-ში, ატრაქციონის პარკიც იყო, სადაც სპილო და ორანგუტანები ბინადრობდნენ.

ჯექსონმა რაჩო, 1987 წელს, 19,5 მილიონ დოლარად იყიდა. მომღერალმა იქ 15 წელიწადი იცხოვრა.

2008 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა რანჩო, კომპანია Colony Capital LLC-ზე გადაეფორმა.

მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი  29 აგვისტოს, 1958 წელს დაიბადა. აღიარებული იყო როგორც პოპის მეფე.  მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე მსოფლიო პოპ კულტურის ნაწილი იყო.

მაიკლ ჯექსონი – გინესის რეკორდების წიგნში 26-ჯერ შევიდა.

2009 წლის აპრილში მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია.

ამავე წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. როდესაც ექიმები ადგილზე მივიდნენ, ჯექსონს სუნთქვა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა.

მას სასწრაფოდ ჩაუტარეს გულის მასაჟი, მაგრამ კალიფორნიის უნივერსტეტის კლინიკაში მიყვანისას, ჯექსონი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი, გულის გაჩერება გახდა. არსებობს სხვადასხვა ვერსიებიც, თუმცა რა გახდა მომღერლის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7939″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432902156863″]

მსგავსი პოსტები

Back to top button