“სიღნაღში დაახლოებით 100 ჰა ვენახი 80-100%-ით განადგურდა”

“სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაახლოებით 100 ჰა ვენახი 80-100 %-ით განადგურდა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს“ გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სეტყვას თან ძლიერი ქარი ახლდა, რამაც 1000 ჰექტარამდე თავთავიანი კულტურები დააზიანა.

“ჰერეთის” ინფორმაციით, ყველაზე მეტად სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობა დაზარალდა, თუმცა სტიქიამ მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები ხირსაში, ძველ ანაგაში, გუჯაანსა და ტიბაანშიც გაანადგურა.

მოხდა თუ არა სიღნაღის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოყენება? – გამგებელი ჯანიკაშვილი გვეუბნება, რომ ეს კითხვა თავად რადარების მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ამბობს, რომ “მისი ინფორმაციით საცეცხლე წერტილებიდან გასროლა მოხდა”.

დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის გამგებელი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button