გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს !

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

წელს საქართველო დამოუკიდებლობის 97- ე წლისთავს აღნიშნავს.

თარიღი სათავეს 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან იღებს.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:

ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.

საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

დაიწყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა, თვისობრივად ახლებური ტიპის პოლიტიკური, სოციალური და ეკომონიკური სისტემის ფორმირება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა 1919 წლის 12 მარტს არჩეული დამფუძნებელი კრება, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო კონსტიტუციის შემუშავება და მიღება.

1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა ახალი ერთპარტიული მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

დამფუძნებელი კრების სხდომა. თბილისი 1918 წელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

მთავრობის თავმჯდომარე — ნოე რამიშვილი. (24 ივლისიდან ნოე ჟორდანია)
საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
სამხედრო საქმეთა მინისტრი — გრ. გიორგაძე.
ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გ. ჟურული.
იუსტიციის მინისტრი — შ. ალექსი-მესხიშვილი.
სახალხო განათლების მინისტრი — გ. ლასხიშვილი.
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნ. ხომერიკი.
მიმოსვლის გზების მინისტრი — ი. ლორთქიფანიძე.

 

მასალაში გამოყენებულია დევიდ (დათუნას) პროექტიდან ფოტო.

მსგავსი პოსტები

Back to top button