ქარის ელექტროსადგური საქართველოში

საქართველოში პირველად ქარის ელექტროსადგური აშენდება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი იმ მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება, რასთან დაკავშირებულ მემორანდუმსაც EBRD-თან ხელი დღეს მოეწერება.

ციტატა: “ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 30 მილიონის ინვესტირებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატი იქნება. პროექტი 2016 წლისთვის დასრულდება”, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button