კორეაში მინისტრი ჩათვლემის გამო დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში მორიგი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს. ჰიონ იონ ჩჰოლი (Hyon Yong Chol), ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, 2014 წლის ივნისში დაინიშნა. 66 წლის გენერალი, 100 დამსწრის თვალწინ, საზენიტო ტყვიამფრქვევით დახვრიტეს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჰიონ იონ ჩჰოლი სიკვდილით იმიტომ დაისაჯა, რომ ერთ-ერთ სამხედრო ღონისძიებაზე ჩაეძინა.

ამ საქციელით, მან ქვეყნის ლიდერის – კიმ ჩენ ინის მიმართ, უპატივისმცემლობა გამოიჩინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button