აქცია თელავში – პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მოსახლეობამ 4 ახალგაზრდის დაკავება სასამართლოსთან გააპროტესტა.

ადგილობრივები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს და სოფლიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ისინი საკუთარ საცოვრებელ სახლებთან იმყოფებოდნენ.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

მოსამართლემ ოთხივე დაკავებულ ახალგაზრდას 7-7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებას წინ უსწრებდა სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება.

სასამართლო შენობის წინ 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ

აუდიო მასალა აქციიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button