ახალციხე-აწყურის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ახალციხე-აწყურის გზაზე.

სლესის ციხესთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. სულ დაშავდა 6 მგზავრი, 24 წლის მამაკაცის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად ძლიერი თოვა სახელდება, რომლის პირობებში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button