პუტინმა რუსეთისა და აფხაზეთის ჯარები გააერთიანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შეთანხმების რატიფიცირება ფედერაციის საბჭომ 16 ნოემბერს მოახდინა – ამის შესახებ ნათქვამია რუსთის დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთობლივი დაჯგუფების მიზანია რომელიმე მხარეზე შეიარაღებულ თავდასხმაზე ან სამხედრო საფრთხეზე რეაგირება.

ჯარების გაერთიანების შექმნას მოსკოვსა და სოხუმს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება სტარეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ითვალისწინებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button