რამაზ სამხარაძე: მზად ვარ ვიბრძოლო მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ რადიოსადგურების: „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე, არ გამორიცხავს რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.– ამის შესახებ სამხარაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

სამხარაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემთხვევაში, მაუწყებელი მიუკერძოებელი, ობიექტური და სანდო გახდება.

რამაზ სამხარაძე, 1998 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ხოლო 2015 წლიდან რადიო სადგურ „თბილისის“ FM93.5 დამფუძნებელი და დირექტორიცაა.

მან 1994 წელს დაამთავრა თბილისის 181-ე საშუალო სკოლა, 2000 წელს “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” – ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრა. სპეციალობა რეჟისურა და აუდიო-ვიზუალური წარმოების მენეჯერი,ტელე-ვიდეო რეჟისორი, ბაკალავრი.

საერთაშორისო სასწავლო პროგრამები: 2003 წ. პროგრამა აშშ-ში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით – “რადიო სადგურების მენეჯმენტი” – დიპლომი.2007 წელის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული – შვედეთი, კალმარი, ჟურნალისტიკის კვალიფიკაციის ამაღლების უნივერსიტეტი “FOJO”. პროგრამა “ჟურნალისტიკა და დემოკრატია” – დიპლომი.2008წ. პროგრამა აშშ-ში USAID -ის პროგრამა “მედია – მენეჯმენტი” დიპლომი.

გარდა საკუთარ მფლობელობაში მქონე რადიოსადგურებისა, მას სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც აქვს სამუშაო გამოცდილება:

2013 წლის აპრილიდან -2013 აგვისტომდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ განვითარების მენეჯერი.2013 წლის მაისი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ მოგებული სატენდერო პროექტის (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი- ტელედისკუსიების მომზადება ევროინტეგრაციის თემატიკაზე) ავტორი და დირექტორი.2012 წლის სექტემბრიდან -2013 წლის აპრილამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ-შოუების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2007-2008 წ. “რადიო ქალაქის” FM 101.9 საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი.

2007-2008წ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” გადაცემა “60 წუთის”ერთ-ერთი ავტორი.

2004- 2006წ. რადიო “თავისუფლება”, პროგრამა “დღეს დილით”- რეპორტიორი კახეთის რეგიონში.

2001-2005 წ.წ. “საქართველოს რადიო ქსელი” GRN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი

2000-2001 წ.წ. – კომპანია “რადიო საქართველო”- რადიო”ფორტუნა” სარეკლამო განყოფილება, მარკეტინგის კონსულტანტი.

1997-1998 წ.წ – სტუ, რადიოკომპანია “მეცხრე ტალღა” მუსიკალური გადაცემის წამყვანი.

1997-1998 ტელეკომპანია „TV4“ საბავშვო საინფორმაციო პროგრამის ავტორი და პროდიუსერი.

1995-1997 წ.წ – ტელე-რადიოკომპანია “საქართველოს ხმა”-გადაცემების ავტორი და რეჟისორი.

პროექტები:

2001-2015 წ.წ. -ავტორი და დირექტორი საერთაშორისო ფონდების: IREX, OSGF, EURASIA, USA Embassy, British Council დაფინანსებული და “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” მიერ განხორციელებული პროექტების: “რადიო ჰერეთი – დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში”; “შენი უფლება”; “დამოუკიდებელი მედია არჩევნების გაშუქებისთვის”;”მეოთხე მოხალისე”; “მე საქართველოს მოქალაქე ვარ”;”თვითმმართველობის გამჭვირვალობა”; “თვითმმართველობის სარკე”; “ხმა”; “ხიდი”;”მთელი კვირა”, “რადიობლოგი”  და სხვა.

სხვა მიღწევები:

2014 წლიდან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) სერთიფიცირებული ტრენერი მედიაპროფკავშირის განვითარებისთვის.

2014 წლიდან არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) წევრი.

2013 -2014 წწ – (ENP East Media Freedom Watch) ჩართული იყო მედიის თავისუფლების ინდექსის კვლევაში ექსპერტის სახით.

2011 -2013 წწ – არჩეული იყო რადიო „პალიტრის“თვითრეგულირების საბჭოს წევრად.

2009-2010 წწ – არჩეული იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ.

განსაკუთრებული მიღწევები:

2015 წლიდან დღემდე აშშ-ის ტენესის და კენტუკის მაუწყებელთა ასოციაციების საპატიო წევრი.

2006 წელს რამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ მოიპოვა მსოფლიო სამაუწყებლო ტრესტის სერთიფიკატი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში BBC-სა და ”One Word Media Trust” მაუწყებლობის დაჯილდოვების ცერემონიალზე ნომინაციაში – “ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”.

2000-2001 წ.წ რამაზ სამხარაძის ფილმმა “გენერალური რეპეტიცია” მიიღო სამ ფესტივალზე მონაწილეობა – სტუდენტური ფესტივალი 2000-“ჩვენ მოვდივართ” დიპლომი საუკეთესო ფილმისათვის. სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (ბათუმი) – “ოქროს ჭაბუკი” დიპლომი. მოყვარულთა ფილმების ფესტივალი ‘”შემოდგომის თბილისი”” 2001წ. საუკეთესო მხატვრული ფილმი.

სერთიფიკატები და ტრეინგები:

2001წ. Internews (საქართველოს ინტერნიუსი) – მედია-მენეჯმენტი. რეკლამა, მარკეტინგი და მენეჯმენტი.საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტი, რადიოქსელების მართვა და მარკეტინგი, სარეკლამო მენეჯმენტი.

2003წ. IBB (საერთაშორისო სამაუწყებლო ბიურო)-“როგორ ვმართო ჩემი რადიო”

2003 წ. Roial Haskoning გარემოს დაცვითი ინფორმაცია.

2003წ.Irex (საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო)  რეკლამის წარმოება, სარეკლამო სტრატეგია, წინასაარჩევნო დებატების მომზადება რადიოსა და ტელევიზიაში.

2005წ. DW (გერმანული ტალღის აკადემია) საეთერო მასალის მომზადება და საინფორმაციო სამსახური. ახალი ამბები, რადიოჟურნალები და საინფორმაციო პროგრამების მომზადება, მედია მენეჯმენტი.

2006წ. International Labor Organization – გენდერი – მედიის როლი.

2006წ. MDI (Media Development Institute) და BBC-ის ერთობლივი  სემინარი სამხრეთ კავკასიის ჟურნალისტებისათვის “მრავალფეროვნების გაშუქება რადიოში”. ერევანი.- სერთიფიკატი.

2006წ. Civitas -ტრენინგი – “ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები”- სერთიფიკატი.

2007წ. BBC-World service trust- ის სემინარი – მრავალფეროვნება, უმცირესობები – სერთიფიკატი.

2007წ. GIPA, Forcign & Commonwealth Office -კავკასიური პროგრამა “მედიის როლის გაზრდა სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით”

2007წ. MDC (Media Development Center)  & RNTC  -საერთაშორისო სემინარი სამაუწყებლო მენეჯმენტში- სერთიფიკატი.ბულგარეთი, სოფია.

2010/XI.“ტომფსონის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ENJN სემინარი ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე. მაროკო, რაბატი.

2010/V. „ტომფსონის ფონდის“ მიერ დაფინანსებული სემინარი თემაზე მიგრაცია და ტრეფიკინგი. ორგანიზატორი: ევროკავშირი. მოლდოვა,კიშინოვი.

2010/XII. „ტომფსონის ფონდის“ მიერ დაფინანსებული კავკასიის მედია ფორუმი. ევროკავშირის პროექტ სამეზობლო კავშირის მხარდაჭერით. რუსეთი, მოსკოვი.

2011/I.“ტომფსონის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ENJN სემინარი ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე. კვიპროსი, ნიქოზია.

2011/IV.”ტომფსონის ფონდის” მიერ დაფინანსებული ENJN სემინარი მედიის თავისუფლების თემაზე. უნგრეთი, ბუდაპეშტი.

2012 “ახალი -მედია,სოციალური ქსელები” –IREX საქართველო -G-MEDIA

2013 /VI  გენდერი, ბავშვთა საკითხების გაშუქება, უმცირესობები – „გაეროს მოსახლეობის ფონდი.

2013/XII SIDA და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ტრეინინგი გენდერზე.

2015/V – IFJ, IAGI – ის საერთაშორისო ტრეინინგი მედიაპროფკავშირის განვითარების ლიდერშიპში.

2015წ. The Training Station and Studio RE – სათემო რადიო და საზოგადოების ინტეგრაცია. – სერთიფიკატი.

2016წ. Democratic society east – საერთაშორისო პროექტი რადიოებისთვის, პოლონეთი ვარშავა.

არის ათობით რადიო, სატელევიზიო გადაცემის და პროექტის ავტორი.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button