გოგონების წინდაცვეთა – პრეზიდენტი მინისტრებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გოგონების წინდაცვეთის ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

გიორგი მარგველაშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, ზედმიწევნით გამოიძიოს და დასაჯოს დამნაშავეები უმკაცრესად.

„ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად.

“კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ეთნოსის ტრადიციებს, მაგრამ ცხადია მხოლოდ იმ პირობით თუ ის არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან,“ – განაცხადა მიშველაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button