“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაციის წევრები პარტიას ტოვებენ

ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მალხაზ მამესწარაშვილმა პარტია დატოვა.

მამესწარაშვილის განმარტებით, “ლეიბორისტული პარტიის” დატოვების მიზეზი არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.

“მას შემდეგ, რაც ნათელაშვილი შეუერთდა მოწოდებას არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება,
“ლეიბორისტული პარტია” დამეტოვებინა. ჩემთან ერთად სხვა წევრებიც ტოვებენ პარტიას. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით სხვა პარტიას არ ვუერთდებით, თუმცა გამორიცხული არაფერია”,-განაცხადა მამესწარაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასთან ერთად პარტია 60-მდე წევრმა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button