ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა , გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.მინისტრის განმარტებით დაჭრილი მამაკაცების საქმე გახსნილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

”მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

თბილისში, ბახტრიონზე, წუხელ ორი 19 და 24 წლის მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დანაშაული სავარაუდოდ 162-ე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მათ გამოიძახეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამდრომდე იმყოფებიან. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ. შედარებით მძიმეა ერთ-ერთის 19 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button