მაკროსურათების კონკურსზე 4 დღის ემბრიონმა გაიმარჯვა [Video]

Nikon Macro Photo Contest-ის კონკურსში გამარჯვებული ფოტოსურათები გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, მაკროსურათებს ძირითადად ყვავილებსა და მიკროორგანიზმებს უღებენ.

პროექტში წარმოდგენელი ფოტოსურათები ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობითაა გადაღებული. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 2 ათასმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს 70 ქვეყნიდან.

კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა აკვარიუმის თევზის (სახელწოდება დანიო-რერიო) 4-დღიანი ემბრიონის ფოტოსურათი, რომელიც ოსკარ რუიზმა გადაიღო. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით 3 ათასი აშშ-ის დოლარი გადაეცა.

https://www.youtube.com/watch?v=T_uFk9An_Oc

მსგავსი პოსტები

Back to top button