ხიდაშელი, აგულაშვილი, ხეჩიკაშვილი – სამი ახალი კანდიდატი

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.

რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია:

ეკონომიკის სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი,
ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე,
ჯანდაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო,
დევნილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი,
განათლება – თამარ სანიკიძე,
სოფლის მეურნეობა – ოთარ დანელია,
რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა – ნოდარ ჯავახიშვილი,
ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური,
კულტურის სამინისტრო – მიხეილ გიორგაძე,
საგარეო საქმეთა სამინისტრო – თამარ ბერუჩაშვილი,
იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი,
შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური,
სასჯელაღსრულების სამინისტრო – გიორგი მღებრიშვილი.

ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.

კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button