საუთგეიტმა კაპიტანი დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, გარეთ საუთგეიტის გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ შეხვედრაში ინგლისელთა ეროვნულ გუნდს უეინ რუნი უკაპიტნებს.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.შეგახსენებთ, სემ ელერდაისის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დროებით მთავარ მწვრთნელად გარეთ საუთგეიტი დანიშნა, რომელიც 2013 წლიდან ინგლისის 21 წლამდე გუნდს ხელმძღვანელობდა. საუთგეიტის ხელში ინგლისის ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ მოედანზე მალტელთა წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button