თავდაცვის მინისტრი იარაღის სამარხების აღმოჩენიას ეხმაურება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შსს-ს მიერ აღმოჩენილი იარაღის სამალავებზე შეფასებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ იარაღის სამარხების შესახებ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

ლევან იზორიამ დესტაბილიზაციის მცდელობის საფრთხეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საფრთხე აღკვეთილი იქნება.

”ოპერატიული მუშაობის შედეგად გარკვეული იარაღი იქნა აღმოჩენილი. გაცხადდა, რომ თითქოს ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამოძიების ფარგლებში თქვენ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას თუ რა მიზანს ემსახურებოდა ამ სამალავების შექმნა, თუმცა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ რომ ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციისა, იქნება ძირშივე აღკვეთილი. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ იმ წინასაარჩევნო სიმშვიდეს, რომელიც უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არავის, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ ექნება საშუალება ხელი შეუშალოს. შესაბამისად, საარჩევნო გარემოც და არჩევნების შემდეგ პერიოდიც იქნება აბსოლუტურად მშვიდი. ასე ,რომ შეიძლება ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობით საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე და დემოკრატიული პროცესების კანონის ფარგლებში განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისრტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button