18 წელი თქვენთან ერთად – ჰერეთი იუბილარია

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი იუბილარია. კახეთის რეგიონში პირველი დამოუკიდებელი რადიომაუწყებლობა 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. 

დღეს კომპანია 2 რადიოსადგურით ოპერირებს: ქ. ლაგოდეხიდან კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში რადიო ჰერეთი FM102.8 ,  დედაქალაქსა და მის შემოგარენში რადიო თბილისი FM93.5, რომელიც გასული წლის 1 სექტემბერს გაეშვა სამაუწყებლო სივრცეში.

რადიო თბილისი უკვე 1 წლისაა.

“ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს”, “რადიო იწყება ჩვენით”, “ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე”- ეს ჩვენი რადიოსადგურების სლოგანებია, რომელიც სხვადასხვა წლებში მთელ ისტორიებს აერთიანებს.

“ჰერეთის” დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში უწევდათ დამოუკიდებელი რადიოსადგურის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ “ჰერეთი” განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა.

რადიო “ჰერეთი” საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული რადიოსადგურია.

მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა,ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება, ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე “ჰერეთის” მდგრადი სამაუწყებლო პოლიტიკის და  შეუპოვარი გუნდის მიღწევაა.

შპს “სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთი”, კერძო, დამოუკიდებელი კომპანიაა.

ჰერეთი ფლობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს( ნომერი B95 და B175)

კომპანიის დამფუძნებელია რამაზ სამხარაძე, საქართველოს მოქალაქე – წილი 100 %; პროფესიით მედია-მენეჯერი.

“ჰერეთის” დაფარვის ზონა კახეთის რეგიონს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს მოიცავს. კახეთში “ჰერეთის” მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე – ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანს – ბელაქანი, ზაქათალა, კახი.

რადიო ჰერეთის მოსმენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით,ასევე სმარტფონების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რადიო “თბილისის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო “თბილისის” FM93.5  მოსმენა ჩვენი ვებსაიტიდან,ინტერნეტშიცაა შესაძლებელი.

კომპანიამ 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ 2015 წლის 16 ივლისს თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5  და საცდელი მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა. ნოემბრიდან კი ამ ორი რადიოსადგურის გაერთიანებული ახალი ამბები ყოველ საათში რადიო თბილისის ეთერშიც ისმის.

რადიო ჰერეთმა 2001 წლიდან, პირველად ქართული რადიომაუწყებლობის ისტორიაში მსმენელს შესთავაზა ჟურნალისტური გამოძიებები და საინფორმაციო ანალიტიკური რადიოჟურნალები, რომელიც უპრეცენდენტოა ქვეყანაში. რადიო ჰერეთი პირველი ქართული რადიომაუწყებლობაა Apple-ს ქსელში, რომლის საშუალებითაც ჩვენი ეთერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლის სექტემბრიდან ვრცელდება. იხილეთ ჩვენი აპლიკაცია APPLE store-ში, ასევე ყველა ტიპის IPhone ITunes –ში.

2012 წლის 8 ივლისიდან, ჰერეთი უკვე ანდროიდზეცაა, თუ გაქვთ სმარტფონი, მოძებნეთ ჩვენი აპლიკაცია სახელით: radio hereti Google play-ში და გვისმინეთ 24 საათის მანძილზე! – პირველი ქართული რადიო ანდროიდზეც!

რადიო ჰერეთის პირველი ვებგვერდი 2006 წელს 29 აგვისტოს გაეშვა ინტერნეტში.

2009 წლის 29 აგვისტოდან  რადიოსადგურმა დიზაინის ცვლილება მოახდინა და პირდაპირი ეთერის ტრანსლირება დაიწყო ინტერნეტში.

2015 წლის 19 აპრილს, ჰერეთმა ახალი ოფიციალური ვებგვერდი გაუშვა ინტერნეტში. რადიო ჰერეთმა პლატფორმა აშშ-ი შეიძინა. ვებგვერდი მულტიმედიურია , პასუხობს ახალი მედიის ყველაზე პრეტენზიულ გამოწვევებს. გვერდი ყველა ტიპის ოპერაციულ სისტემაზეა ინტეგრირებული: მობილურში, სმარტფონზე, ტაბლეტზე, პირად კომპიუტერზე.

ჩვენი მოსმენა, წაკითხვა მარტივია და ყველგან შესაძლებელი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

HERETI AWARD 20062006 წელს, ”სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთს”, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, მიღებული აქვს ”ერთიანი მსოფლიოს მედია პრიზის” სერთიფიკატი – BBC -გან და მსოფლიო სამაუწყებლო ტრესტისაგან, ”One Word Media Trust” – ნომინაციაში – “მედიის განვითარებისთვის” და “ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”.

2007 წელს, „ეროვნული ინტერნეტკონკურსის“ მიერ, რომელიც კომპანიებმა “მაგთიკომმა” და “ნავიგატორმა” მოაწყო ჰერეთის ვებგვერდი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო რეგიონული რესურსი.

2008 წელს, რეგიონულ გაზეთ “კახეთის ხმის” გამოკითხვით,  რადიო ჰერეთი საუკეთესო მედიაკომპანიად დასახელდა კახეთში.

2014 წელს, რადიო ჰერეთმა გაიმარჯვა საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) / Georgian Media Partnership Program, რომლის მეშვეობითაც ჰერეთის პარტნიორი შეერთებულ შატებში მაუწყებელი “ქრომველ გრუპი” გახდა.“ქრომველ გრუპი”რამდენიმე შტატში 28 რადიოსადგურით ოპერირებს. პროგრამა ითვალისწინებს გრძელვადიან ურთიერთობას ამერიკულ რადიოსადგურთან და თანამშრომელთა გაცვლას. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი ახორციელებს.

რადიო ჰერეთს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითIREX, Eurasia Partnership Foundation , USAID, OSGF, IFES, British Council, US Embassy.

ჩვენ განვარგძობთ თქვენთვს მუშაობას. მადლობა ნდობისთვის!

მსგავსი პოსტები

Back to top button