ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს – საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ.

ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო; ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ძალოსანი ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button