“საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის აფეთქება იგეგმებოდა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს.

როგორც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, “რამდენიმე პირი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომეხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ”.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვევრვის დეპარტამენტმა, 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწიმააღმდეგო შეძება-შენახვის და ამავე დანაშაულის ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავა.

ამ პირების გარდა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან, ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული პირები ამზადებდნენ, სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას. ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინავლი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში, არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.,“ – განაცხადადეს სუს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button