კარიბის ზღვაში ცეცხლმოდებული ბორნიდან 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა [Photo/video]

აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში პუერტო-რიკოს სანაპიროსთან მოძრავი ბორნიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბორანს, სახელწოდებით Americas Cruise Ferries, კრუიზის შესრულების დროს ხანძარი გაუჩნდა, – იუწყება AP.

მგზავრების ევაკუაცია პუერტო-რიკოს დედაქალაქში – სან-ხუანში განხორციელდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ბევრი მგზავრი გაუწყლოებითა და ნერვული შოკით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სანაპირო დაცვის წარმომადგენლის თქმით, ხომალდის სამანქანო განყოფილებაში საწვავის აალება მოხდა.

ბორნის ერთ-ერთმა მექანიკოსმა განაცხადა, რომ ბორანზე საწვავის მიმწოდებელი შლანგი აალდა.

The Associated Press-ის მონაცემებით, მგზავრთა შორის ბევრი ბავშვი და ნორჩი სპორტსმენები იყვნენ, რომლებსაც პუერტო-რიკოში შეჯიბრში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ბორნები პუერტო-რიკოდან დომინიკის რესპუბლიკის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე კურსირებენ. აღნიშნულ ხომალდს ცეცხლი მაშინ მოეკიდა, როცა იგი სან-ხუანის სანაპიროს უახლოვდებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40602″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button