შვეიცარული ბანკი მილიარდერებისთვის სპეცსერვისს შექმნის

შვეიცარული ბანკი Credit Suisse Group-ი აშშ-ში მილიარდერებისთვის სპეციალური საინვესტიციო საბანკო ჯგუფის შექმნას გეგმავს, – იუწყება Reiters.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ შვეიცარელი ბანკირები მდიდარ ამერიკელებს საკაპიტალო ბაზრის საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ.
ჯგუფის სამიზნო აუდიტორია ბიზნესის მფლობელები და ნავთობ-გაზის ინდუსტრიის მეწარმეები იქნებიან, რომელთა წილი სხვადასხვა კომპანიებში ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

Credit Suisse Group AG – უმსხვილესი შვეიცარული საფინანსო კონგლომერატია, რომელიც USB-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მისი შტაბ-ბინა ციურიხშია განლაგებული. 2015 წელს ბანკის საკუთარმა კაპიტალმა 44 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო კაპიტალიზაციამ – 25 მილიარდს.

მსგავსი პოსტები

Back to top button