კომპანია Ford საჭის გარეშე მომუშავე ავტომობილის გამოშვებას გეგმავს

ამერიკულმა კომპანია Forმა განაცხადა, რომ მთლიანად ავტონომიური მართვის სისტემის მქონე მოდელებს გამოუშვიბს – საჭის ბორბლისა, ექსელერატორის პედლებისა და მუხრუჭის გარეშე, – იუწყება Wall Street Journal.

ამის შესახებ განცხადება ამერიკული კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს ფილდმა გააკეთა. მისი თქმით, უპილოტო ავტომობილები 2021 წელს სერიულად გამოვა.

ცნობილია, რომ ავტომობილის მართვის ფუნქციებს ელექტრონული სისტემა შეასრულებს და უპილოტო მანქანას მძღოლი არ დასჭირდება.

Ford-ს მიაჩნია, რომ სამომავლოდ უპილოტო მანქანების მომხმარებლები შეიძლება გახდნენ ტაქსისა და ქარშერინგის სამსახურები, რომლებიც მძღოლებისთვის განკუთვნილ შრომის ანაზღაურებაზე ეკონომიას გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button