“აკურაში ყოფილი პარლამენტარი ორი ტყვიით მოკლეს”

მკვლელობა მოხდა თელავში, სოფელ აკურაში. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ნოდარ მოდებაძე, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრია.

როგორც მოდებაძის ახლობლებმა გააცხადეს, მას კონფლიქტი მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთან.

უფრო კონკრეტულად კი, “მოდებაძის ახლად გაშენებულ ვენახში კერძო პირის საქონელი რამდენჯერმე გადავიდა, რის გამოც, ბოლო ორი დღის განმავლობაში მწყემსთან სიტყვიერი შელაპარაკება არა ერთხელ მოუვიდა. სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 66 წლის ნოდარ მოდებაძე სანადირო თოფიდან მიყენებული ორი ჭრილობით გარდაიცვალა”.

მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე იყო. შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული ჯერ არ არის დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button