CRRC: ხვალ რომ არჩევნები იყოს: ქართული ოცნება 32, ენმ კი 26%

CRRC-ის კვლევის თანახმად 67 % -ი  ამბობს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მონაწილეობას მიიღებს.

გამოკითხულთა 33 % -მა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი დააფქსირა.

აქედან 57 % ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას, 38 %-ს კი გადაწყვეტილი აქვს. 

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას (მხოლოდ გადაწყვეტილი სავარაუდო ამომრჩეველი)

გამოკითხულთა შორის პროცენტები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება: 32 %

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 26 %

პატრიოტთა ალიანსი: 7%

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის: 6%

არცერთი პარტია 2 %

სხვა პარტიები 11 %

არვიცი 6 %

უარი პასუხზე  10 %

ანგარიშის ვცელი ვერსია იხილეთ ამ ბმულზე

სამუშაოები მიმდინარე წლის 8ივნისიდან –6 ივლისამდე ჩატარდა და მოიცავს 4,113 დასრულებულ ინტერვიუს.

ორგანიზაციის განცხადებით, წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით მოხდა. აგრეთვე დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობდა.

მკვლევარების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის+/-2,1%.

2016 წლის ივნისის კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით
CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს(Sida)მიერ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button