მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო [Audio]

მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო

საპილოტე პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტზე განხორციელდა. ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი, გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად იმოძრავებს და მის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს.
პროექტის წარმატების შემთხვევაში ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტზეც განთავსდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button