სეტყვა და ქარიშხალი გურჯაანში

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ კარდენახში, სადაც სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურა გაანადგურა. სეტყვა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალიც ერთვოდა, თითქმის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კარდენახის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ალექსანდრე ტურიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სტიქიამ მოსავლის 50% გაანადგურა.

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები წელს რამდენჯერმე დააზარალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button