“კონდიციონერის ჩაურთველობისთვის 66 მძღოლს მუშაობა აეკრძალა”

გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანია „თბილსის მიკროავტობუსმა“ გაავრცელა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს.

“კომპანია „თბილსის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. ხაზზე გასვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button