იაპონელებმა იღლიის კონდიციონერი გამოუშვეს [Photo]

იაპონურმა კომპანია Thanko-მ იღლიებისთვის კონდიციონერის ნაკრები გამოუშვა. დანადგარი, რომელსაც მინიატურულს ვერ ვუწოდებთ, პერანგის ან მაისურის სახელოზე მაგრდება, ხოლო თავად გაჯეტის ნახვრეტები მხრის სახსრისა და მკერდის ძვლის არისკენ არის მიმართული, – გვაცნობებს გამოცემა Gizmodo.

კონდიციონერი ААА ტიპის ელემენტებზე მუშაობს ან USB-კაბელით ნოუტბუქსა და სხვა გაჯეტებს უერთდება. აკუმულატორის სრული დატენვის შემდეგ ელემენტები 5-9 საათის განმავლობაში მუშაობს.

მწარმოებელი ფირმა იმედს გამოთქვამს, რომ კონდიციონერები პოპულარობით ისარგებლებენ იმ ადამიანებში, რომლებიც ცხელ ქვეყნებში ცხოვრობენ ან ვინც ჭარბი ოფლიანობით იტანჯება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38649″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button