80 ადამიანი დაშავდა ლომისობის დღესასწაულზე

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 ადამიანი დაშავდა ლომისობის დღესასწაულზე.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ადგილზე ჩასული მომლოცველები რთული რელიეფის გამო მსუბუქად დაშავდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მათი თანამშრომლები დღესასწაულის დამთავრებამდე მლეთაში დარჩებიან და დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button