ფერების ფესტივალი ლაგოდეხში

ხვალ, 19 ივნისს ლაგოდეხში “რანის” სტადიონზე ფერების ფესტივალი გაიმართება.

როგორც რადიო “ჰერეთს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფერების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნიჭიერი ადამიანის გამოფენა, ბავშვებისთვის სახეზე მოხატვა, ფრემბურთი, ბაგირის დაძლევა, ბადმინტონი, რგოლების მიზანში სროლა, მოეწყობა შეჯიბრება წლიანი ბურთებით სროლაში და სხვა გასართობი თამაშობები.

ღონისძიებას გააფორმებენ „პარკურის“ მიმდევარი ადგილობრივი ახალგაზრდები, ასევე საღამოს, ფერების გაშვების შემდეგ გაალამაზებს DJ.
ფერების ფესტივალი ლაგოდეხში გასულ წელსაც ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო. ►

მსგავსი პოსტები

Back to top button