რიანამ მარიხუანას დღეს ახალი სიმღერა „James Joint” მიუძღვნა

rihanna-music-videoბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ 20 აპრილი თავისი ახალი სიმღერის გამოშვებით აღნიშნა, რომელიც შევა მის მერვე ალბომში.  20 აპრილი (აშშ-ის დათარიღების სისტემით 4/20) კონტრკულტურის დღესასწაულია, სადაც ხალხი მარიხუანის მოწევას ზეიმობს.

სამშაბათს, მომღერალმა ტვიტერის საშუალებით აცნობა ფანებს ახალი სიმღერის შესახებ რომლის სახელწოდებაცაა „James Joint”.

სიმღერა, რომელიც სულ რაღაც 1 წუთის ხანგრძლივობისაა, სრულიად შეესაბამება 20 აპრილის დღესასწაულს.

„მირჩევნია ვეწეოდეთ მარიხუანას ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას“ –   მღერის ის.

მომღერალმა თავის ვებგვერდზე დაწერა: „აი სიმღერა 20 აპრილის აღსანისნავად, ჩემი მერვე ალბომიდან, რომელსაც ჰქვია „James Joint”. „მე შეყვარებული ვარ ჩემს სიმღერაზე“ – ამბობს ის ჟურნალ V magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რიანამ უკვე ოთხი სიმღერა გამოუშვა თავისი მერვე ალბომიდან, ესენია  „Bitch Better Have My Money“, „Four Five Seconds“ ქანიე ვესტთან და პოლ მაკარტნისთან ერთად, ასევე „American Oxygen“.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button