“ზიკა” ვირუსის საფრთხე საქართველოში [Audio]

ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რუსეთსა და საქართველოში და ასევე კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

საქართველო მე-15 ადგილს იკავებს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც „ზიკა“ ვირუსის გავრცელების საშიშროებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შემდეგ, ოფიციალური თბილისი პრევენციულ ზომებს იღებს.  ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ შავიზღვისპირეთია, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან პაატა იმნაძის და ექიმ-ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button