შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფში ცვლილება შევიდეს

“ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა. პირველი სხდომა სემეკ-ში დღეს გაიმართება.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური გაუძვირდა.

მათივე განცხადებით, იმდენად მოიმატა დენის ღირებულებამ, რომ უკანასკნელ თვეებში “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ყველა ფინანსური რესურსი გამოიყენა ამ მიმართულებით და ეს რესურსიც მთლიანად ამოიწურა.

სემეკ-ის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება და მოსალოდნელი არ არის, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button