ასეულობით ადამიანმა კალიფორნიაში ტრამპს პროტესტი გამოუცხადა [Photo/video]

კალიფორნიის შტატის ქალაქ კოსტა-მესაში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, მისი პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.

BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები იმ ადგილის შორიახლოს შეიკრიბნენ, სადაც ტრამპი სიტყვით გამოდიოდა. პროტესტანტებმა მოძრაობა გადაკეტეს და მილიარდერის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები გამოფინეს.

ქალაქში წესრიგის აღსადგენად საცხენოსნო პოლიცია ჩაერთო, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, კალიფორნიაში ტრამპის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. საპროტესტო განწყობა განსაკუთრებით ლათინური ამერიკის მიგრანტებში სუფევს, ვინაიდან ტრამპმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი მილიონობით მიგრანტის დეპორტირებას გეგმავს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34470″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button