ურანის საქმეზე დაკავებული ერთი პირი ლაგოდეხიდან არის [Video]

ურანის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 5 პირიდან ერთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმიდან არის.

ამირან ჩადუნელის დედა თამილა ჩადუნელი ამბობს, რომ “მომხდარი მედიის საშუალებით შეიტყო, შემდეგ კი ოჯახს თავად შვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისთვის გაურკვეველი მიზეზით დაკავებული იყო”. ჩადუნელის თქმით, ისინი დაკავებულ შვილს ჯერ არ შეხვედრიან.

ამირან ჩადუნელის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. ამირან ჩადუნელი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს.

ქობულეთში, ბირთვული მასალის რადიაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც ბირთვული მასალა, გასაღების მიზნით, ქობულეთში, ერთ-ერთ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ დოლარად გეგმავდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button