IRI ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტი IRI, ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის 1500 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 პროცენტია.

IRI-ის კვლევაში მონაწილე მოქალაქეთა 70 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. 16 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.

მოქალაქეებს ასევე კითხეს რამდენად თავისუფალია ქართული მედია, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით და არსებობს თუ არა ხელისუფლების მხრიდან კონტროლი მედიაზე. 23 პროცენტი ფიქრობს, რომ მედია სრულად თავისუფალია, არ არის თავისუფალი მიაჩნია 13-ს, ნაწილობრივ თავისუფალია 54 პროცენტის აზრით.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმოთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს. კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გაუმკლავდეს და გადაწყვიტოს საქართველოში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, გამოკითხულთა 15 პროცენტის აზრით, პრობლემებს გაუმკლავდება და გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა, 13 პროცენტს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება, 5 პროცენტი ფიქრობს რომ თავისუფალი დემოკრატები მოახერხებენ პრობლემების მოგვარებას.

კითხვაზე რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი ქართული ოცნებას ასახელებს, 19 ნაციონალური მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 13, ლეიბორისტებს 8, პატრიოტთა ალიანსს 4.

რას ფიქრობს მოსახლეობა პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებზე. პირველი ადგილი პაატა ბურჭულაძემ დაიკავა, რომელიც გამოკითხულთა 75 %-ს მოსწონს, დავით სერგეენკოს 64 % აქვს, ირაკლი ალასანია  60, საქართველოს პრეზიდენტია ასევე 60, გიორგი კვირიკაშვილი – 56, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 54%, შალვა ნათელაშვილი 50, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 48.

მსგავსი პოსტები

Back to top button